თუ საბჭოური პარლამენტი არის ის, რაც ივანიშვილს უნდა, ის ამას ნამდვილად მიიღებს - კაპანაძე
პოლიტიკა - 14:51, 23 Nov, 2020     699
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, თუ ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი განმუხტოს, მან კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუკი ამაზე საუბარი იქნება, მაშინ იქნება შანსი, რომ კრიზისი განიმუხტოს, ხოლო თუ ივანიშვილი ამაზე არ წამოვა, ქვეყანას ექნება საბჭოური პარლამენტი.

„ჩემთვის ძნელია ვარაუდი იმაზე, იქნება თუ არა კომპრომისი ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ, რომ ივანიშვილი ეხლა ნამდვილად არ არის კარგ მდგომარეობაში, მან გაიფორმა საბჭოური პარლამენტი და საბჭოური პარლამენტი თუ არის ის, რაც მას უნდა, მაშინ ამას მიიღებს ნამდვილად, ხოლო თუ ის დაინტერესებულია, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და მისთვისვე რაც უკეთესი იქნება, საბოლოოდ, მოკლე და საშუალო პერიოდში, ამ ნაბიჯებზე წამოვიდეს და კონკრეტული გეგმა შემოგვთავაზოს, როგორ განიმუხტოს და როგორ იყოს ახალი არჩევნები, მაშინ ამას ბუნებრივია ჩვენ განვიხილავთ.

სიტუაცია არის ძალიან ნათელი, ასეთი ნათელი არ ყოფილა ალბათ არასოდეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომელიც მომდინარეობს საქართველოს მოსახლეობიდან და ეს მოთხოვნა არის არჩევნების ჩატარება დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად და არა ისე, როგორც ეხლა მოხდა, როდესაც დაიხატა უბრალოდ რიცხვები.

თუ ამაზე იქნება საუბარი, მაშინ შანსი, რომ ეს კრიზისი განიმუხტის იქნება, თუ არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გვექნება საბჭოური პარლამენტი“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42