მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, თუ ეს არ მოხდება, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა - კაპანაძე
პოლიტიკა - 14:44, 23 Nov, 2020     657
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხორდან კონკრეტული, რაციონალური წინადადება უნდა გაკეთდეს არჩევნების ირგვლივ.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორების მონაწილეობით შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში. აქ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ ქართულ ოცნებას კონკრეტული, რაციონალური წინადადება გაეკეთებინა, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავდა და თუ ასეთი წინადადება იქნებოდა გაკეთებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორმატში მას განვიხილავთ.

თუმცა, ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42