“მეგონა ოლიგარქს ჩვენი ფული არ დასჭირდებოდა ...ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააღალატა, მისი გარემოცვის გარდა” – ხატია სიჭინავა
პოლიტიკა - 23:23, 22 Nov, 2020     1843

ხატია სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს.მან განაცხადა, რომ გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ასევე თქვა, რომ მას იმედები გაუცრუა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება.

“როცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, დავინახე დიდი ორმო ჩვენს და მის ოჯახს შორის. ლეგენდები დადიოდა მის შესახებ, სანამ ბატონი ბიძინა საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. მე პირადად 2012 წელს ხმა მივეცი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მეგონა ოლიგარქს ჩვენი ფული არ დასჭირდებოდა და საქართველოს აყვავება ელოდა. ეს იყო ჩემი შეცდომა, იმიტომ რომ ოლიგარქები მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და საერთოდ არ ადარდებს როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა 90 თეთრად.

გუშინ მივიდა ეს ადამიანი საარჩევნო უბანზე, საკუთარი თავისთვის რომ მიეცა ხმა. იქ იყო ქალბატონი რომელიც დაცვამ გაათრია, ხალხი გარეკეს როგორც ცხოველები, იმიტომ რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი შესულიყო ხმის მისაცემად. მე ვფიქრობ არ ესმის ჩვენი ხმა. ალბათ თავისი საინფორმაციო აქვს ჩართული, სადაც ვარდისფრად ჩანს ყველაფერი. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელსაც ვერაფერი ვეღარ ამოავსებს...მეგონა უმუშევრობა არ იქნებოდა ტრენდული. ყველა უმუშევარია მისი კლანის გარდა. ხალხს უკვირს, მე თუ მაქვს პურის ფული რატომ ვყვირივარ. მე თუ მაქვს დღეს, ხვალ მეც არ მექნება. რადგან დანაზოგი დიდხანს ვერ გექნება ადამიანს. როგორც ხედავთ ჩამოქცეულია სახელმწიფო. დიალოგი ვერ დგება. დამაღალატა იმაში რომ უამრავი მშიერი ბავშვი დადის ქალაქში. ადრეც იყო შიმშილი, მაგრამ ახლა უფრო მეტი მშიერი ბავშვია.

ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილმა ყველა დააღალატა. იმედი ჰქონდათ ქვეყანა აშენდებოდა, მაგრამ ქვეყანა ჩამოინგრა. ხალხი ამბობს, მირჩევნია იყოს ოცნება, რომ არ მოვიდეს ის ტერორი, რომელიც იყო ნაციონალების დროს. ვერ ხვდებიან, რომ კარგს და უარესს შორის არჩევანი არ უნდა გააკეთო. ეს ქვეყანა შენია და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს" - განაცხადა ხატია სიჭინავა ტვ პირველის ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42