"უარი გიგანტურ ჰესებს" - რიონის ხეობაში აქციის 29-ე დღეს ოპოზიციაც შეუერთდა
პოლიტიკა - 17:05, 22 Nov, 2020     1703

"უარი გიგანტურ ჰესებს" - ამ სლოგანით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 29-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თურქულ კომპანია "ენკას" ადმინისტრაციასთან ასეულობით ადამიანია შეკრებილი - ისინი 105-მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგები არიან.

"რიონის ხეობის მოსახლეობა ტერიტორიას არ დავტოვებთ. დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ არღვევს სახელმწიფო კანონს", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.

მოსახლეობის თქმით კაშხლის მშენებლობა 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს.

"დიდი ჰესები ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის მიუღებელია. ერთი რამ ზუსტად ვიცი - არაფერი საერთო არ აქვს ამ ჰესის მშნებლობას ელექტროენერგიასთან. ეს არის ქვეყნის გაყიდვისკენ მიზანმიმართული ნაბიჯი", - თქვა პროტესტის მონაწილემ.

აქციას ოპოზიცის წარმომადგენლებიც შეუერთნენ - ისინი "ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვან გიგანტური ჰესის მშენებლობაზე.

"ეს ზონა სეისმურად აქტიური და მეწყრულია. ჰესის აშენება წალეკავს აქაურობას", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი.

როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, პოლიციას ადმინისტრაციამდე მისასვლელი გზა უკვე გადაკეტილი აქვს და სხვა ადამიანებს აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42