"იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, როცა ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ამ პარლამენტში, "ქართული ოცნება" უმრავლესობით წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ის ოპოზიციური პარტიები, ან მათი წარმომადგენლები, ვინც პარლამენტში იქნებიან ჩვენთან ერთად, ამის არა მხოლოდ იმედი მაქვს, ყველა საფუძველი და ნიშანი არსებობს, სწორედ იქ გაგვიწევენ ოპონირებას და რა თქმა უნდა, შევძლებთ, ვაჩვენოთ, ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს, ისინი თავისას, რომ ეს ქვეყანა ვითარება და არის დემოკრატია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებს. არჩევნებზე არ მიდის ოპოზიციის მხარდამჭერთა დიდი ნაწილიც, რადგან აცხადებს, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკო-მ გააყალბა.
მასალის გამოყენების პირობები






