გაძარცვული ბანკები, სავაჭრო ობიექტები, გახშირებული მკვლელობნები - "ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო ერთიან კლასტერად ჩამოყალიბდა"
პოლიტიკა - 15:36, 21 Nov, 2020     844
ქვეყანაში პოლიტიკურ, კოვიდ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად კრიმინოგენული ვითარება ყოველდღიურად რთულდება.

სამწუხაროდ, გაძარცვული ბანკები, სავაჭრო ობიექტები, მკვლელობის გახშირებული შემთხვევები ყოველდღიური მოვლენა ხდება.

ოპოზიცია ძალოვანი უწყებების სრულ ჩამოშლაზე ამაზვილებს ყურადღებას:

"როდესაც სახელმწიფო კრიმინალს იყენებს არჩევნებისთვის, როდესაც კანონი დამნაშავეების წინააღმდეგ არ მოქმედებს და არ არსებობს პოლიტიკის გავლენისგან თავისუფალი საგამოძიებო უწყებები - ამ სიტუაციაში, ცხადია, კიდევ უფრო გამძაფრდება კრიმინალური ვითარება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" ხელისუფლებას დანაშაულის წახალისებაში ადანაშაულებს:

"არ გამოვრიცხავ, რომ MBC-ზე თავდასხმის კონკრეტული შემთხვევაც განპირობებული იყოს წახალისების პოლიტიკით. ზოგადად, კრიმინოგენული ვითარება რომ უმძიმესია, ამას ყველა სტატისტიკა მოწმობს", - თქვა კაპანაძემ.

"ხელისუფლება და კრიმინალური სამყარო უკვე ერთიან კლასტერად ჩამოყალიბდა" - ამბობობენ "ლელოში".

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ნომერ პირველ ტერორისტად დასახელებული 32 წლის ყოფილი სამხედროს, ბადრო ესებუას დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ესებუა ერთი თვის წინ, ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 7 საათიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ნახევარი მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა.

რაც შეეხება MBC-ზე თავდასხმას, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ლევან ზურაბიშვილი გუშინ შეიჭრა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42