ადვოკატების განცხადებით, მათ საქმის მთავარ ფიგურანტს თავდაცვის სამინისტროში წერილი ერთი თვის წინ გაუგზავნეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, მათ საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ითხოვეს, მინისტრი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხულიყო, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, შემდეგი პასუხი მიიღეს - იმ შემთხვევაში, თუ წერილი მინისტრამდე ჯერ არ მისულა, სასამართლო ვერ აიძულებს ღარიბაშვილს, ადვოკატების კითხვებს უპასუხოს, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ რეალობაში გასაკვირი სულაც არაა, ხოლო იმ ფაქტს, მიიღო თუ არა ღარიბაშვილმა წერილი, ვერავინ დააზუსტებს.
ადვიკატებს ახლა ისღა დარჩენიათ, წერილი პირადად გადასცენ ღარიბაშვილს, თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება, ამას დრო გვიჩვენებს.
აქვე, აღსანიშნავია, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება და ამის შემდეგ დააკავეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
მასალის გამოყენების პირობები






