"ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს " - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისადმი პროტესტის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს . ამ სლოგანებით აქციის მონაწელეები ბიზნეს ცენტრისკენ დაიძრნენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია.
ცნობისთვის, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. მიუხედავად ამისა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
მასალის გამოყენების პირობები






