"პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები" - ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:59, 20 Nov, 2020     889

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ხელახალი არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, ამის შესახებ მან ევროკავშირის და ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აწუხებთ საქართველში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ ჩვენთან ერთად ეძებენ და მსჯელობენ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის "ქართულმა ოცნებამ" უნდა ვიმუშაოთ და ვიპოვით გამოსავალი. დღეს შეხვედრაზე ელჩებთან კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია შეთანხმება ახალ არჩევნებზე. ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. შეთანხმება ეს არ იქნება რომელიმე მხარის დამარცხება, შეთანხმება უნდა მოხდეს ხალხის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით. დღეს შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობები. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობით მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად იმისათვის, რომ მოიძებნოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ცივილიზებულ საზოგადოებაში არის ახალ არჩევნებზე შეთანხმება,"- აცხადებს "ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42