“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ მას არ უნდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ კობახიძე პარლამენტარად ვერ გახდის და ასეთი რამ კონსტიტუციაში არ წერია.
ჯაფარიძემ ამ კომენტარით, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ, შეიძლება, მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას.
“ეგ კაცი არის კონსტიტუციონალისტი, ხომ? გინდათ მითხრათ, რომ ირაკლი კობახიძემ და მისმა მეგობრებმა შეიძლება გადაწყვიტონ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მე ვიქნები თუ არა პარლამენტში? არ წერია კონსტიტუციაში ეგეთი რამ. შეუძლებელია, მე სახელმწიფომ თავზე მომახვიოს… წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ მითხრა, გინდა თუ არა შენ უნდა იყო მაღაროელიო, ხომ ვერ გავხდები მაღაროელი თუ მე არ მინდა, რომ ვიყო მაღაროელი? პარლამენტის წევრობაც არის ეგეთივე საქმიანობა.
მე თუ არ მინდა, კობახიძე ვერ გამხდის მე პარლამენტარს ვერცერთ შემთხვევაში. საქართველოს კონსტიტუციის ეგრე წაკითხვა მგონია, რომ იდიოტობაა. მაგის დაწერილია კონსტიტუცია და თუ მართლა ეგეთი რამ უწერია, კარგი რაღაცები ჩაუწერია კონსტიტუციაში. არ ვემორჩილები მე საქართველოს კონსტიტუციას, თუ ეგეთი რამ წერია შიგნით”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






