"ძალიან პოზიტიური ნიშანია რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ" - განაცხადა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან იდივიდუალურ შეხვედრებს შეუერთდა.
მისი თმით, ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტონ, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ.
"ძალიან პოზიტიური ნიშანია რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ ეს ნამდვილად პოზიტიურია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტონ, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. პოლიტიკოსები მუშაობენ იმისთვის რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციულ საუბარს. [რა შეიძლება იყოს კომპრომისი] ეს ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ", - თქვა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრები ამ დრიოსთვისაც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






