უდუმაშვილის თქმით, დღეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ 1 დღე საბჭოთა საქართველო ნახონ, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით იმართებოდა.
"ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმჯსელობდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ხვალინდელ მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამ მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილებ ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის არაფერი არ იქნება საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია. ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
არჩევნების მეორე ტურის სრულ იგნორირებაზე ისაუბრა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულამაც.
მისი თქმით, მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს".
"საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31-ში ჩადენილი გაყალბება ივანიშვილმა "გააპრავოს". ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. ევროპული საქართველო საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური დღეს 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






