"მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი და არჩევნების გამყალბებელი " - ინაშვილი კობახიძეზე
პოლიტიკა - 12:58, 20 Nov, 2020     1175
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი , ირმა ინაშვილი, „ქარტლი ოცნების“ აღმსრულებელი მდივნის, ირაკლი ხობახიძის განცხადებას ეხამურება. ინაშვილი კობახიძეს მატყუარას, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელის და არჩევნების გამყალბებელეს უწოდებს.

მისი თქმით, მტკნარი სიცრუეა ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტს შეუძლია ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს.

ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში.

"ირაკლი კობახიძე არის მატყუარა, ძალიან მდაბიო ცილისმწამებელი, არჩევნების გამყალბებელი. მე მახსოვს, არჩევნების ასეთი გამყალბებელი იყო თინა ხიდაშელი, რომელიც საგარეჯოს არჩევნების გაყალბების მერე, ფეხებს უბაკუნებდა მთელ მთავრობას, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, სად არის ხიდაშელი, ის აღარ არის ხელისუფლებაში და ექსპერტია. კობახიძესაც ელის იგივე ბედი. ნურავინ იფიქრებს, რომ გააყალბებს არჩევნებს ქვეყანაში და ეს დარჩება დაუსჯელი. რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა ჩვენი ნების მიუხედავად, შეგვიყვანს პარლამენტში, ეს არის მტკნარი სიცრუე და არაკომპეტენტურობის გამოხატულობა კობახიძის მხრიდან. არავის აქვს უფლება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს, ან არ შეგვიყვანოს, მითუმეტეს, კობახიძეს და უმრავლესობას არ აქვს ამისი უფლება.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიცურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის უარის თქმა განცხადების ფორმირების საშუალებით, ანუ მთელი სიის წევრებმა უნდა დაწერონ განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკო-ში. მაშინ ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კობახიძის საყურადღებოდ, ჩაიხედოს კანონში საჯარო მოსამსახურეების შესახებ, არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ადამიანი დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, - განაცხადა ინაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს. როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42