ბურჯანაძის თქმით, „ოცნება“ იმდენად მძიმე მდგომარეობა , უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ამას პირველკურსელი იურისტიც კი არ იტყვის.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ხელისუფლება ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით ძალიან შეშფოთდა.
„რა სისულელე თქვა კობახიძემ, რამდენი სისულელე უნდა თქვას? ვინმე იტყვის, რომ პარლამენტის წევრობა არ მინდაო და კობახიძე ეტყვის, არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო?! იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, უკვე ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ამას პირველკურსელი იურისტიც კი არ იტყვის, ვინც იურიდიულზე ჩასაბარებლად ემზადება. ბუნებაში ასეთი მექანიზმი კონსტიტუციაში არ არსებობს, რომ ადამიანს პარლამენტის წევრობა დააძალო. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთდნენ ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით. ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ სერიოზულ ნაბიჯებს არ გადმოდგამენ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.
აქვე შეგახასენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“. კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს
მასალის გამოყენების პირობები






