"ივანიშვილის თამაშის წესების მიღება პოლიტიკური პროცესის სიკვდილის ტოლფასია... კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები"- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 12:22, 20 Nov, 2020     1115
"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის ელჩთან გამართული აუდიენციის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ბურჯანაძე ღიად ამბობს, რომ ხელისუფლებასთან კომპრომისი შეიძლება იყოს ხელახალი არჩევნები და ახალი არჩევნებსი ფონზე აქციების შეწყვეტა.

"ელჩებს ძალიან კარგად ესმით რამდენად მძიმეა ქევეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, სწორედ ამიტომ არიან შეწუხებულები და ხარჯავენ ამდენ დროს. ეს არ არის ელჩების პირდაპირი საქმე, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, მაგრამ იძულებულები არიან წამოვიდნენ ამაზე, რომ ქვეყაანში პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ და ამისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. პოლიტიკურმა კლასმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას", - აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბიძინა ივანიშვილის ამოცანა პოლიტიკური კლასის განადგურებაა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ფასილიტატორებს აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესების მიღება, არჩევნების გაუქმების და პოლიტიკური პროცესის სიკვდილის ტოლფასია.

"ისინი გამოსავალს ეძებენ. გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რომ მიღებულ იქნას ისეთი ორმხრივი გადაწვყეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შეწყდეს აქციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არის არალეგიტიმური, რომელიც არის გაყალბებით არჩეული.

ავუხსენი მათ, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას და ყველაფერს, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს და საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება და პოლიტიკური კლასი მოკვდება", - ამბობს ბურჯანაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42