ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოპოზიციური პარტიების შევხედრას ეხმურება აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან.
წერეთელის თქმით, მოლაპარაკების მთავარი თემა არის ის, თუ როგორ მოხდეს მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რაც არჩევნების შემდეგ შეიქმნა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს დიალოგის მზადყოფნა, ხოლო ახლა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს.
„დღეს ნებისმერი მოლაპარაკება არის ერთ თემაზე, როგორ მოხდეს იმ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რომელიც შეიქმნა საქართველოში არჩევნების შემდეგ. რათქმაუნდა, ძალიან კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ამ შემთხვევაში ფასილიტატორი ელჩები, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის არიან ამ პროცესში აქტიურად ჩართულნი, არის შეხვედრები და მიზანი და თემა ბუნებრივია არის ის, თუ რა გზები არსებობს ამ კრიზისიდან გამოსვლის.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ოპოზიციას აქვს მზადყოფნა, გარდა იმ მკაფიო მოთხოვნების რაც არსებობს, აქვს მზადყოფნა დიალოგის, შესაბამისად, ხელისუფლების მხარეს არის ახლა გადაწყვეტილება მისაღები და ვფიქრობ, რომ ელჩებიც ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროცესს დაამშვიდებს, მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური არჩევნები, ნორმალური ადმისნისტრაცია, რაც არის მოთხოვნა და არა პირიქით, გამწვავდეს ის ვითარებას, რომელიც დღეს არის.“ - განაცხადა წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






