პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც თავისუფალი და კონკურენტული.
კითხვაზე, მაშინ რატომ გაჩნდა შეკითხვები და ეჭვები სახ.დეპის დოკუმენტში, თუ ყველაფერი რიგზე იყო, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი ის "მეზობელია", რომლის დასკვნასაც არ შეიძლება, საზოგადოება დაეყრდნოს.
"ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ?", - თქვა მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის მხრიდან კითხვის ნიშნების არსებობა შესაძლოა, არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით იყოს განპირობებული.
"თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია. ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი ფაქტი ხომ ის არის ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია, ეს რას ნიშნავს - მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არა?", - თქვა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






