27 დღე კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა , 13 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ძალიან ენატრება - დავეხმაროთ სოფოს გამოჯანმრთელებაში
საზოგადოება - 22:36, 19 Nov, 2020     4929

2020 წლის 13 ივლისს ონის მუნიციპალიტეტში ძალიან მძიმე ავარია მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა უფლის ნებით გადარჩა სოფო და მას საზოადოების დახმარება სჭირდება.
"დღემდე ცდილობს გამოჯანმრთელებას...მან 27 დღე გაატარა კომატოზურ მდგომარეობაში.

სოფოს აქვს თავის ტვინის მძიმე დაზიანება, ჩაუტარდა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქლის მიდამოს დეკომპრესული ტრეპანაცია. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს ნიუჰოსპიტალსში, თუმცა საზღვარგარეთ რეაბილიტაციის კურსის გავლის გარეშე სოფო ვერ შეძლებს გახდეს დამოუკიდებელი და დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

თბილისში არსებულ კლინიკებში სოფოს მკურნალობის ხარჯები უკვე გასცდა GEL 50,000-ს, თუმცა ოჯახი და ახლობლები ჯერჯერობით ახერხებენ ხარჯების დაფარვას.

სოფოს მდგომარეობის გაუმჯობესებას გვპირდება გერმანიაში არსებული სარეაბილიტაციო ცენტრი, მედიკალ პარკი, სადაც სოფომ 5-6 თვიანი კურსი უნდა გაიაროს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მოიცავს ორ თვიან კურსს, რომლის ღირებულებაა EUR 57,920.
დღემდე, სახელმწიფოსა და თქვენი მხარდაჭერით, მოხერხდა EUR 20,000-ის მობილიზება, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს თუმცა ახლა, სასწრაფოდ გვჭირდება დარჩენილი EUR 37,920-ის შეგროვება, რათა რაც შეიძლება მალე შევძლოთ სოფოს წაყვანა და რეაბილიტაციის დაწყება.

სოფოს ჰყავს 13 წლის შვილი, რომელსაც ძალიან ენატრება და დედის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ელის...

მეგობრებო, ჩვენ დღეს ერთად შეგვიძლია სოფოს გამოჯანმრთელებაში წვილილი შევიტანოთ და ოჯახს დავუბრუნოთ ის" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოფოს დასახმარელად ვრცელდება.

სოფოს დასახმარებლად მოქმედებს შემდგები ანგარიში:

ბანკის რეკვიზიტები:

თი ბი სი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE18TB7343045064300026
მიმღები: მარინე მაჩიტაძე (სოფოს დედა)
დანიშნულებაში მიუთითეთ: ,,სოფოსთვის"
#სოფოსთვის #ერთადსოფოსთვის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42