ანალიტიკოსი, სტრატეგიის ანალიზისა და ცენტრის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" უკან არ დაახევინებს, საქართველოში "თურქმენიზაცია" გარდაუალი იქნება.
"მე რაც შემიძლია გითხრათ, 30-წლიანი პოლიტიკური ანალიზით, ლამის ატომის დონეზე ვიცი და ეს ისაა, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავახევინეთ უკან "ქართულ ოცნებას", ეს სამუდამო იქნება. "თურქმენიზაციაზე" საუბარი თქვენ ხუმრობა ხომ არ გგონიათ?
ამიერკავკასიაში კიდევ ერთი რუსული ბაზა ჩადგება და ეს თემა, ეს შეკითხვა აღარ არის რიტორიკული შეკითხვა, ამ გამოწვევებთან გამკლავება კი მხოლოდ დასავლეთის პარტნიორ ხელისუფლებას შეუძლია.
გარანტირებულად შემიძლია გითხრათ: საქართველოს კისერზე რუსული ყულფი იკვრება და უმთავრესი, რას არ შევეგუებით - მე პირადად გაძლევთ ამის პირობას, რომ ვერ გაუფორმებენ ამ ქვეყანას რუსეთს, მინდა ვთქვა, რომ ვისაც რუსული ჩექმების ლოკვა უნდა, ლოკოს, მაგრამ ქვეყანას რუსული ჩექმისთვის არავის დავუთმობ, მათ შორის, არც ჩვენს მოქალაქეებს, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე "დღის სტუმარში".
მასალის გამოყენების პირობები






