პომპეომ მოუწოდა საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა - დეგნანი
პოლიტიკა - 19:03, 19 Nov, 2020     1147

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.

"ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი ქვეყნები იზიარებენ. ეს ღირებულებები: დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტს წარმოადგენს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განვითარებაში და მოუწოდა, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა", - ამბობს დეგნანი.

მისი თქმით, აშშ-ის მტკიცე ორპარტიული დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული შეხვედრების დროს, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ჩათვლით.

კელი დეგნანი საქართველოს პატრიარქთან პომპეოს შეხვედრასაც მიმოიხილავს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში ისევე, როგორც აქამდე წლების განმავლობაში. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელობას, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მისდიოს მის რწმენას და რელიგიას", - ამბობს დეგნანი.

ელჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პომპეოს შეხვედრასაც შეეხო, სადაც მისი თქმით, მონაწილე მხარეებმა სასამართლო რეფორმის განხორციელების მცდელობები განიხილეს და ისაუბრეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე ჯანსაღ დემოკრატიაში.

"სახელმწიფო მდივანს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილე მხარეებისგან მოესმინა მათი საქმიანობის შესახებ, რათა დაეხმარონ ქართველებს საკუთარი ოცნების განხორციელებაში, ძლიერი, მდიდარი და დემოკრატიული ერის ჩამოყალიბებაში...ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რათა საქართველომ განაგრძოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავება, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და შეიტანოს წვლილი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მადლობას ვუხდით საქართველოს გულისხმიერი მასპინძლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც სრულად ადგილზე იყო სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს. დიდი მადლობა", - ამბობს დეგნანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42