"ლარი უფასურდება, ფასები კატასტროფულად იზრდება, "ოცნების" ეკონომიკის მინისტრს კი, ეს ზრდა გონია ეკონომიკის ზრდა" - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 16:21, 19 Nov, 2020     1008

პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი , დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ოცნებამ“ ხალხი იმ დონემდე მიიყვანა , რომ ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული.

მისი თქმით, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ეკონომიკისთვის ყველაზე აქტიური ოქროს თვეები უკვე მკვდარია, ამას ემატება ისედაც მკვდარი იანვარი და თებერვალი, რის შედეგადაც, გაზაფხულზე მივიღებთ აბსოლუტურად უპერსპექტივო ქვეყანას და არაფრისმთქმელ მთავრობას.

„ ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სულ აღარ დაჭირდება პოლიტიკური ძალები, ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული!

ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭინაძე აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, ელისაშვილი, ბოკერია, ან ბურჯანაძე...

ხალხი არ აღიარებს იმ მოცემულობას რასაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს.

ხალხი ვეღარ ხედავს „ ოცნებასთან“ ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზას და აღარ ენდობა მათ.

ხალხშია ცვლილებების მოთხოვნა, ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ამიტომ, სწორედაც რომ, ხალხს ვეღარ გააჩერებენ!

თუ არა და, დასრულდება ეს საარჩევნო ბატალიები და რას შესთავაზებს „ოცნება“ მოსახლეობას?!

რეალობა კი ის არის, რომ ქვეყანას ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია;

ლარი უფასურდება, ფასები კატასტროფულად იზრდება, “ოცნების“ ეკონომიკის მინისტრს კი, ეს ზრდა გონია როგორც ჩანს ეკონომიკის ზრდა;

ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ეკონომიკისთვის ყველაზე აქტიური ოქროს თვეები უკვე მკვდარია, ამას ემატება ისედაც მკვდარი იანვარი და თებერვალი, რის შედეგადაც, გაზაფხულზე მივიღებთ აბსოლუტურად უპერსპექტივო ქვეყანას და არაფრისმთქმელ მთავრობას;

გაზრდილ მილიარდობით ვალს, რომელიც ისევ ჩვენი, ხალხის გადასახდელია;

უამრავ განადრურებულ სამუშაო ადგილს, რომელიც წლობით იქმნებოდა და ერთ დღეში, ვერც თვეში ვერ აღგება;

ბოლომდე განადგურებულ იმ მცირე ბიზნესს, რომელიც დღეს ასე თუ ისე გადარჩენილია და სულს ღაფავს....

მოკლედ, ჯერ კიდე მაისში ვამბობდი, რომ „ოცნება“ შეეცდება არჩევნების შემდეგ 100% დაიწეროს. დაიწერა კიდეც, მარტოც დარჩა პარლამენტში.

მაშინვე ვამბობდი იმას, რომ არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირის, შიმშილის უმძიმეს პროცესებში შევდივართ, მთავრობას კი, ქვეყნის გამოყვანის ეკონომიკური პროგრამაც კი არ გააჩნია.

და რომ ქვეყნის ბიუჯეტი არჩევნებზე იყო ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე...

აი ამიტომ არის ეს ბოიკოტი ის გარდაუვალი რეალობა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს!“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42