"როდესაც მოვიდნენ კომუნისტების დასაკავებლად, მე ჩუმად ვიყავი იმიტომ, რომ მე კომუნისტი არ ვიყავი; როდესაც აკავებდნენ პროფკავშირებს, მე ხმას არ ვიღებდი იმიტომ, რომ მე პროფკავშირის წევრი არ ვიყავი; როდესაც მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად უკვე აღარავინ არ იყო, რომ ხმა ამოეღო - აი ეს არის ჩემი მთავარი ლოზუნგი," - განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც გასულ წელს ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდა და უმძიმესი დღეები გადაიტანა.
"ჩვენი ვალია დავიბრუნოთ სახელმწიფო მანამ, სანამ გვიან არ არის. ალბათ 30 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე ვართ იმიტომ, რომ საქართველოს გარშემო იკვრება რუსული კულფი და ეს ახლა ისე საგრძნობია როგორც არასდროს ბოლო 10 წლის განმავლობაში," - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.
ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლა, თითოეული მოქალაქის ბრძოლაა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სტაბილურად და დემოკრატიულად უნდა განვითარდეს“, - აღნიშნა ილიაუნის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ.
„ჩვენ ვერ შევეგუებით ამ სახელმწიფოს დასრულებას, ვერ შევეგუებით, რომ ცესკომ მოიპაროს არჩევნევბი, ვერ შევეგუებით და ამას გამოვხატავთ ყველა კანონიერი გზით“, - ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი.
შეურიგებლობის მანიფესტზე ხელმოწერების პროცესი დღეს, 14:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მასზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ხელის მოწერით საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელახალი არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები






