ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი - კლინიკების ასოციაცია ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 15:11, 19 Nov, 2020     5983

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო, მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯადაცვის მინისტრზე, ეკატერინე ტიკარაძეზე და მის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

"საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია! სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. დრო არ ითბენს! წინ ურთულესი გამოწვევებია... ამიტომ, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ღიად მიმართავს საქართველოს მთავრობას!

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მართვაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხარვეზებმა. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული". – წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42