სამწუხაროდ, პომპეოს გზავნილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აუცილებლობაზე მგლის თავზე სახარების კითხვაა იუსტიციის საბჭოსთვის და "ქართული ოცნებისთვის" - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 15:13, 19 Nov, 2020     946

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ს გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ იყო პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არარსებობაა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც გაბედეს და გააყალბეს არჩევნები.

" წარმოუდგენელია ერთბაშად პირდაპირ არჩევნები მოიპარო! ჩვენ კი ყოველდღე გვპარავენ: სიმართლეს (უსამართლო სასამართლო პროცესებზე, წლობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით, უსამართლო ადმინისტრაციული განხილვებით და ა.შ.)
ბიუჯეტის ფულს (ტენდერებით, პრემიებით და ა.შ.) მომავლის პერსპექტივას (!) და ახლა ამ ნაქურდალის შესანარჩუნებლად - არჩევნების მოპარვაც გახდა „საჭირო",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


ნაცვლიშვილმა ისიც განმარტა, თუ რას შეცვლიდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საარჩევნო კონტექსტში.

"საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, უბნების ირგვლივ მობილიზებულ ძველ-ბიჭობას, ძველ-ბიჭობასთან შეზრდილ ადგილობრივ თვითმმართველობებს და პარტიულ შტაბებს რომ ჰქონდეთ რეალური შიში იმისა, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა: მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. გამოაშკარავდება (დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ) და დაისჯება (დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ) გაბედავდნენ ისინი ამ ყველაფერს?

ცესკოს და ყველ დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ იცოდეს, რომ მათ მიერ მირეულ-მორეული „ბალანსი" ოქმებში საარჩევნო დავების საფუძველი გახდება, ხოლო ამ დავებს კანონის სრული სიმკაცრით განიხილავს და განსჯის დამოუკიდებელი სასამართლო, წავიდოდნენ ისინი გაყალბებაზე ციხეში წასვლის ფასად?

მაგრამ ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების" ინტერესში არანაირად არ შედის მართლმსაჯულების გათავისუფლება, მერე რითი დაიცვას ნაქურდალი სიმართლე, ფული და ა.შ.

პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ყველას შეგახსენებთ, რომ იქ ქართული ოცნების მიერ არჩეული 5 წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე. ჰოდა, გუშინ, პომპეოს გზავნილის "კვალდაკვალ", გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს! „ოცნების" მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით (ნაზი ჯანეზაშვილი) კლანის ინტერესების მსახურია არჩევის დღიდან.

ამიტომ, მოკლევადიანი გამოსავალი არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, სუფთა ხალხით და სწორი წესებით და მათ მიერ ახალი არჩევნების ჩატარება, ხოლო შემდეგ უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მშენებლობა უნდა იყოს - რომლის გარეშეც ნებისმიერი ხელისუფლება ისევ მიმტაცებლად გადაიქცევა და ჩვენ - იგივე წრეზე დავტრიალდებით,"-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42