„რაც შეეხება მეორე ტურს, მოგეხსენებათ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ჩვენმა კოლეგამ, რომ არავინ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ მარტო დარჩება ამ პროცესში. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მეორე ტურის დღეს ჩვენ გავმართავთ სხვადასხვა ფორმით საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგან ეს იქნება ჯაჭვი, ზოგან უბრალოდ აქცია საარჩევნო უბანთან. რაც შეეხება „სირცხვილის კორიდორს“, რომელმაც ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, არავინ არ მოუწყობს „სირცხვილის კორიდორს“ ამომრჩეველს. ვისაც ექნება სურვილი, რომ უბრალოდ უბანთან გაპროტესტდეს მოპარული არჩევნები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტია თავისუფალია ამ არჩევანში.
ჩვენც გავაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს ზოგიერთ რეგიონში. ჩვეულებრივი, ცივილური პროტესტი იქნება საარჩევნო უბნებთან“, - განაცხადა ბიწაძემ.
მისივე განცხადებით, ხელისფლების გადასაწყვეტია, დარჩება მარტო პარლამენტში, თუ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში ხელახალი არჩევნები დაინიშნება:
„რიკერთან შეხვედრა ერთგვარ მესამე რაუნდად შეგვიძლია განვიხილოთ, ახლა მორიგი რაუნდი იქნება. ფორმატის გაფართოვებაზე არის მსჯელობა. რაც შეეხება მოლოდინებს, მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდება თუ მორიგი რაუნდი იქნება ბოლო რაუნდი და ჩაიშლება მოლაპარაკება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მათი ასარჩევია დარჩებიან პარლამენტში მარტო თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი და მივიღებთ ახალ არჩევნებს.
ძალიან ბევრს ცდილობენ, დიდი მცდელობა ჰქონდათ რამდენიმე დღის წინაც, რომ გამოეძებნათ საერთო ნაცნობები და კონტაქტები არჩეული პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, რომ რამენაირად დაეთანხმებინათ პარლამენტში შესვლაზე, ინდივიდუალურად მიმართეს, ვისაც მიმართეს, მიიღეს უარი“, - განაცხადა ბიწაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






