"რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია" - გია ხუხაშვილის რჩევა ოპოზიციას
პოლიტიკა - 13:58, 19 Nov, 2020     2005
პოლიტილოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება.
ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, არის სხვა უამრავი პრობლემა, რაც დღის წესრიგში ხელახალი არჩევნების ჩატარებას დააყენებს. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა და ამის დარღვევის შემთხვევაში ხელისუფლება პარლამენტში შესულებსაც და გარეთ დარჩენილებსაც "მოგუდავს".

"რადგან ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, გარდა პოლიტიკური კრიზისისა, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით იქნება ეს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით თუ რეგიონში მიმდინარე სერიოზულ ძვრებთან, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია.

მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. ერთიანობა თუ დაირღვა, ამ შეთხვევაში გინდა შესულან და გინდა - არა, მაინც მოგუდავს ხელისუფლება შესულებსაც და არ შესულებსაც. ეს არის ერთადერთი აქტივი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, მუშაობს იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიტანოს ერთიანობაში არეულობა და დაქსაქსოს ძალები. მე ვიხრები, რომ კი არ აღიარონ არჩევნები, არამედ დეფაქტო ვითარება იქნას აღიარებული ოპოზიციის მხრიდან და კრიზისი ქუჩიდან გადატანილი იქნას პარლამენტში შემდეგი განვითარებით, რომ შედგეს საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს საბრალდებო დასკვნას. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოაწერს კონტაქტს ხელს, რომ თუ საბრალდებო დასკვნით გაირკვა, რომ არჩევნების მასშტაბი და ხარისხი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, მაშინ ისინი დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებს",- განაცხადა ხუხაშვილმა "ფორმულასთან".

ასევე პოლიტოლოგმა მისი პოზიცია ღიად დააფიქსირა და განაცხადა, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა, არჩევნების შედეგების აღიარების გარეშე. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს კონტაქტს, რომლის თანახმადაც, ის ხელახალ არჩევნებს ჩაატარებს, თუ კომისია დადებს დასკვნას, რომ არჩევნებზე დარღვევებმა შედეგზე გავლენა იქონია.

კითხვაზე, რატომ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ოპოზიციამ პარლამენტს, თუ მაინც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ზამთარში ქვეყანაში სიტუაცია პანდემიის კუთხით კიდევ უფრო გართულდება, ხელისუფლება ხელის შვერას ოპოზიციისკენ დაიწყებს, პარლამენტში შესვლით კი მას არგუმენტები აღარ ექნება.

"გვაქვს ძალიან მძიმე ზამთარი, ამ ზამთარში ქუჩის პროცესები, რისკების ფონზე, პანდემიის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ნეგატივი იქნება ოპოზიციისთვის... კიდევ უფრო გართულდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით სიტუაცია, ეს მათი [ოპოზიციის] მინუსი იქნება, ხელისუფლებას ექნება ხელის გაშვერის საშუალება ყოველთვის, პარლამენტში შესვლით ამ ყველაფერს ეძლევა ისეთი ფორმა, როდესაც ხელისუფლებას ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ ექნება", - აღნიშნა ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42