"ჩვენ წაგვართვეს ყველაზე უზენაესი - ხმის უფლება, ავუხსენით პარტნიორებს რატომ არ შევდივართ პარლამენტში და მათ ეს არგუმენტი მიიღეს"- ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 13:09, 19 Nov, 2020     1085
„ჩვენც გვინდა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაგრამ სამწუხაროდ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება“. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლოდერი ხატია დეკანოიძე დღეს გამართუ ბრიფინგზე საუბრობს.
„როდესაც საერთაშორისო პარტნიორები გვესაუბრებიან იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კრიზის განმუხტვა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვეთანხმებით. ჩვენც გვინდა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, მაგრამ სამწუხაროდ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი გვესაუბრება, რომ აუცილებელია ინსტიტუტების პატივისცემა, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენს ინსტიტუტებს ვცეთ პატივი, მაგრამ მიტაცებულ სახელმწიფოში, როდესაც ჩვენ წაგვართვეს ყველაზე უზენაესი ხმის უფლება, ჩვენ არ გაგვაჩნია ინსტიტუტები, ამიტომ ეს იყო რჩევა. მათ შორის როდესაც იყო შეხვედრა სახემწიფო მდივნის მოადგილესთან ავუხსენით, რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს ქვეყანა და მათი მხრიდან იყო რჩევა, ხომ არ ჯობია გამოიყენთ საპარლამენტო ტრიბუნა, ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტი, პარლამენტი, რომელიც არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ“. - აცხადებს დეკანოიძე. მისივე თქმით, ქვეყანაში არ გვაქვს ხმის და სამართლის უფლება.
„საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია ვინ თამაშობს ოპოზიციის როლს, ჩვენ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოვადგენთ. ჩვენ წარმოვადგენთ უდიდეს ნაწილს, რომელმაც ხმა მისცა და ეს ხმა დაიკარგა. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრება გასაგებია, მათ აქვთ ინსტიტუტები, ჩვენ არ გვაქვს ინსტიტუტები. ჩვენ არ გვაქვს სამართლის უფლება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ საპარლამენტო მანდატებს მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც პარლამენტი ლეგიტიმურად იქნება არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ“. - აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.
როგორც დეკანოიძე აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს განუმარტეს რატომ არ გამოიყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას და მათ ეს პასუხი მიიღეს.
„მე არ მახსოვს ისეთი შეფასება, მათ შორის იმ სკრიპტში რომელიც გავრცელებული იყო, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ეს იყო სიტყვასიტყვით რომ გითხრათ, საბედისწეროდ გაყალბებული არჩევნები, ძალადობა, მუქარა, მოსყიდვა და ა.შ. ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ რეჟიმის პირობებში და ბიძინა ივანიშვილს მივცეთ უფლება, რომ არჩევნები არასდროს აღარ ჩააბაროს, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. ამიტომ რჩევა, რომ შევიდეთ პარლამენტში და გამოვიყენოთ ეს ტრიბუნა, ჩვენ არ გამოვიყენებთ. ჩვენ ავუხსენით რატომ არ გამოვიყენებთ მათ მიიღეს ეს არგუმენტი“. - აცხადებს დეკანოიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42