კაპანაძის თმით, მაშინ, როდესაც რეგიონში მრავალი გამოწვევაა უსაფრთხოების კუთხით, ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანია.
კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც იგივე გეზი გააგრძელოს.
„რათქმაუნდა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც იმაზეა საუბარი, რომ ახლა, როდესაც ასეთი დიდი გამოწვევები არის რეგიონში, უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის პირდაპირ ომთან დაკავშირებული საფრთხეები ამ რეგიონში, კიბერ საფრთხეები, ზოგადად რუსეთის აგრესიის საფრთხეები, ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის ამ რეგიონში ყოფნასა და დარჩენას.
ასევე ძალიან კარგი და სწორი იყო ის გზავნილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გააჟღერა, საქართველოში ამერიკის მუდმივ სამხედრო ყოფნასთან დაკაშირებით, რათქმაუნდა ოპოზიციური ძალები მთლიანად მივესალმებით ასეთი ტიპის მიმართვას და ჩვენც ვუერთდებით მას.
საბოლოო ჯამში, ვიზიტი უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის ეხლა მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ იგივე გეზი გააგრძელოს და ჩვენ მათთან გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშორმლობა.“ - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






