როგორც ირკვევა, ზაალიშვილის ჩვენებების საფუძველზე გობეჯიშვილის ორი უახლოესი მეგობარი დააკავეს.
"კომისიამ ამირჩია, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიყვანთ, მე უბრალოდ ვისაუბრე ის რაც იმ საღამოს თედომ მე მესაუბრა, არაფერი ზედმეტი, არანაირი პოლიტიკური ელფერი ამისთვის არ მიმიცია, ეს დროებითი წევრობაა არა მუდმივმოქმედი, მე სამსახურს არ ვეძებ, უბრალოდ ის საქმე, რაც მე და თედომ პირველ ტურში დავიწყეთ, მინდა ღირსეულად დავასრულოთ მეორე ტურში", - ამბობს "მთავართან" ზაალ ზაალიშვილი.
თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის იპოვეს. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო. იმავე საღამოს დააკავეს გობეჯიშვილის მეგობრები ისნის საოლქო კომისიის წევრები ოპოზიციიდან, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე.
საგამოძიებო ორგანო ირწმუნება, რომ კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობარს, თედო გობეჯიშვილს 50 000 დოლარის სანაცვლოდ აიძულებდნენ მედიის თანდასწრებით თანდასწრებით დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა, მას შემდგ კი რაც გობეჯიშვილმა შეთავაზებაზე უარი თქვა, მას დაემუქრნენ.
გამოძიება სსკ-ის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






