ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის - კაპანაძე
პოლიტიკა - 12:28, 19 Nov, 2020     818

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციის შეხვედრას ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან.

კაპანაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრება იყო, რომ ოპოზიციას გამოეყენებინა ინსტიტუტები ბოლომდე, თუმცა როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეეცადა აეხსნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისათვის, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს და ყველა ინსტიტუტი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ იცვლის თავის სტრატეგიას და გააგრძელებს ბრძოლას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, გარდა პარლამენტისა, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა ამ პარლამენტს არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და მასში შესვლით პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მისცემენ.

„გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ რიკერთან, ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ მისთვის აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა და გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევიდეთ პარლამენტში, გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას.

რათქმაუნდა, მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს თქვენთვის ცნობილია, მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა, უბრალოდ ერთი რამ, რაც შევეცადეთ ჩვენ, რომ მისთვის აგვეხსნა, არის ის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს, არ მუშაობს არც სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, არ მუშაობს არც ცესკო, რომელმაც არცერთი საჩივარი არ განიხილა, არ მუშაობს არც საოლქო კომისიები, რომლებმაც ყველა გადათვლის მოთხოვნაზე, პრაქტიკულად უარი თქვეს, აქედან გამომდინარე, ის, რაც იდეალურ მდგომარეობაში სწორი იქნებოდა, ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია.

ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც აქ შექმნა ივანივშილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და შემდეგ მიისაკუთრა პრაქტიკულად ხელისუფლება.

ამიტომ, ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის გამოყენებით, გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი იქ შესვლით მას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42