აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე, ქეილ ბრაუნი, დეპარტამენტის ვებგვერდზე მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს აჯამებს და განცხადებას აქვეყნებს.
"სახელწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა თბილისში. პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი სასამართლოს აუცილებელი როლი. პომპეომ მოუწოდა საქართველოს, გააგრძელონ აქტიური ზომების მიღება COVID-19–თან საბრძოლველად და, ასევე, გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოება. მდივანმა პომპეომ კვლავ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსული ოკუპაციის საპირისპიროდ." – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






