შეხვედრას ასევე დაესწრებიან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები საქართველოში. წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციისა და რიკერის დიალოგის მთავარი თემა არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რადგან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დიდი დარღვევების ფონზე ჩაიარა, რამაც ხელისუფლებას გაყალბების საშუალება მისცა. მათი განცხადებით, არც ერთი ოპოზიციონერი არ აპირებს პარლამენტში შესვლას, სანამ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები და არ იქნება ყველა მოთხოვნა შესრულებული.
„საკითხი არის ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია და ჩვენ ვეტყვით ჩვენს პოზიციას, ჩვენს არგუმენტებს და განვუმარტავთ, როგორ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავალს. ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია, ახლა ბატონ პომპეოს მოადგილესაც მივაწვდენთ ხმას. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინა პირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც ჯერ-ჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ ვხედავთ. გონივრულ კომპრომისს კი არა, კომპრომისააც ვერ ვხედავთ, ვერ მზაობას“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა.
„ერთი რამ დავიმახსოვროთ მეგობრებო - საქართველოს ბედსა და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ. სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალური სესაძლებლობის ფარგლებში, ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და არც არავის გვსურს ეს, ამიტომ, მე მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც დარჩა თბილისში, რომ ოპოზიციისგან მოესმინა ინფორმაცია, თუმცა მაიკ პომპეოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სრული ინფორმაცია აქვს, რა ხდება საქართველოში, როგორ გააყალბა ოლიგარქმა არჩევნები, როგორ ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, გაამრუდოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რასაც არ დავუშვებთ. ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ მოხდება, იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი დემოკრატიული პარლამენტი“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელავილმა.
„ჯერ მოვისმენთ, რაზე იქნება საუბარი, რათა გადმოცემით არ ვსაუბრობდეთ სხვადასხვა საკითხებზე, ამის მერე ჩვენ საბოლოო პოზიციას გაგაცნობთ. ჩვენ ჩვენი მოთხოვნებით შევდივართ, მოვისმენთ, რას გვეტყვიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი როლი როგორც ქართული დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოთხოვნები არა ერთხელ გვაქვს გაჟღერებული, დანარჩენს დაველოდოთ და გეტყვით“ - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება! ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი, ამიტომ, ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის შეცვლა და, ხაზს ვუსვამ, შეუძლებელი გახადა, იმიტომ, რომ პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევაქნი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარლამენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






