ოპოზიციას მარტივ დებატებს ვთავაზობთ, კონკრეტულ ტელევიზიაში - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:16, 18 Nov, 2020     864
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დებატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ოპონენტებს კონკრეტულ ტელევიზიაში სადებატოდ იწვევს და არა შოუს მოსაწყობად.

მისი განცხადებით, ოპოზიციას თუ არ ეშინია სიმართლის, მაშინ ამ შემოთავაზებას დათანხმდება:

„ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ შემოთავაზება გაჟღერდა „რუსთავი 2“-ზე, მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ერთგვარი ექსკლუზივი დებატების ორგანიზების. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ასეთ შემთხვევაში უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან ბევრი დარღვევის ფონზე იკვეთება არჩევნების გაყალბების სერიოზული ფაქტები. ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია და ამომრჩეველი პერმანენტულ აქციებს მართავს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42