ზურაბ ცერცვაძის ფოტორეპორტაჟი სპეციალურად "ნიუპოსტისთვის".
"არჩევნები გაყალბებულია" - ოპოზიციისა და გაბრაზებული ამომრჩევლის მიერ გამართული მდუმარე აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულდა.
მთავარ გამზირზე შეკრებილებმა ამ ფორმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკლ პომპეოს დაანახეს, რომ "რუსმა ოლიგარქმა არჩევნები გააყალბა".
აქციის მონაწილეებმა შეკრება, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად დილის 11:00 საათიდან დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ აქცია დისტანციის დაცვით ჩატარდა. აქციის მონაწილეები სპეციალურ სტიკერებზე იდგნენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის ფოტოებია გამოსახული.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და ასევე, საარჩევნო ოქმის გამოსახულებიანი სტიკერი, სადაც ჩანს, რომ არჩევები "ტოტალურად გაყალბდა".





















მასალის გამოყენების პირობები






