"ეს იყო ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა, რომელმაც დასახა გეგმები ყველა ჩვენთანგანისთვის მომავალი წლების განავლობაში, ამ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის, რა თქმა უნდა, თავად უსაფრთხოება საქართველოს ევროატლანტიკური საკითხი რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენ გვაქვს ის დოკუმენტები, რომელიც წლიდან წლამდე ახლდება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავინახავთ აი ამ პროგრესს მომავალი წლების თვეების განმავლობაში"- განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს საქართველოს. ასევე მან აღნიშნა , რომ როგორც მას აშშ-ში, ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში, ბევრი სამუშაო აქვთ.
"ასევე, საქართველოს ტერიტორიის მთლიანობა, იქ შექმნილი ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, რაზეც გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ყურადღბა და რაშიც გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მხრივ, ჩვენთვის კოვიდინფექციით გამოწვეული ეკონომიკურ მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს საქართველოს რაც გამოიხატება იმაში რომ ჩვენ გვექნება მზარდი ეკონომიკური პროექტები ამიტომაც, ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც მე ამერიკაში, ისე საქართველოში ქალბატონ დეგნანს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






