თბილისის მიმდინარე აქციის გამო ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია - შსს-ს სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 12:51, 18 Nov, 2020     603
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქციასთან დაკავშირებით თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეღუდულია, აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
კერძოდ, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე (ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით). ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.
გარდა ამისა, მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანები მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრაობას ვერ შეძლებენ. ასევე, გადაკეტილია​ ფილარმონიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, მერაბ კოსტავას ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა.
მოძრაობა შეზღუდულია გალაქტიონის ხიდიდან ელბაქიძის აღმართზე ამომსვლელი ავტომანქანებისთვის - მძღოლები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის გამზირის ან სანაპიროს მიმართულებით.
ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ. აქციის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42