აშშ-ს მხრიდან მეტ ჩართულობას უნდა ველოდოთ როგორც უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის, ისე ეკონომიკური კუთხით - ზალკალიანი
პოლიტიკა - 12:21, 18 Nov, 2020     582
მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ს მხრიდან მეტ ჩართულობას უნდა ელოდოს როგორც უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის, ისე ეკონიმიკური კუთხით. ზალკალიანის თქმით, პომპეომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და სანდო პარტნიორია:

“მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში, მხედველობაშია აშშ-ს მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო იმ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა, რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ვთანხმდებით ჩვენც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რომ ამერიკის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებზე გამკლავება. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სრული მზაობაა, რომ ის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც მართლაც უმაღლეს ნიშნულზეა, მაგრამ კიდევაა შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, თვისობრივად ახალ დონეზე ავიდეს და ჩვენ დღეს დავინახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ამის მზაობა. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისით, შინაარსით, განხილული თემები იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენია“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42