არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს ,შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დახურულ კარს მიღმა იმართება და პროტოკოლით 35 წუთია გათვალისწინებული.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა, უკვე ცნობილია ის საკითხები, რაზეც მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. კერძოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები.
შეგახსნებთ, რომ მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, გაიმართა აუდიენცია. ასევე, სახელმწიფო მდივანმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ- მინისტრთან გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
აქვე ,მაიკ პომპეო თბილისს გუშინ ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს მართავს.
მასალის გამოყენების პირობები






