აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად თბილისში მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქიციის მონაწილეები რუსთაველის მეტროდან ფილარმონიამდე 10:30 საათზე შეიკრიბებიან.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, აქცია 13:00 საათამდე გაგრძელდება, რომელიც პარლამენტამდე მსვლელობით დასრულდება.
„ჩვენ ვმართავთ აქციას, რომ როგორც ამერიკის ადმინისტრაციამ, ასევე საერთაშორისო მედიამ გაიგოს, რომ საქართველოში ხორციელდება სახელმწიფოს მიტაცება ივანიშვილის რეჟიმის მიერ. არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა, არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალაუფლების მიტაცება.
მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, სულერთია, რომელი პარტია მოგწონთ, ან შეიძლება, არც ერთი პარტია არ მოგწონდეთ, სულერთია გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიც თქვენგან ორი მეტრით წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ დგას მოგწონთ თუ არ მოგწონთ. აქ არის ერთადერთი კრიტერიუმი - თუ მიგაჩნიათ რომ გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, კონუკრენტურ გარემოში, გამოდით და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მდუმარე პროტესტი“, - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






