ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლაც თუ შეხვდება შესაძლოა "პრეზიდენტობას გამოკრას ხელი". ამის შესახებ ნათელაშვილი ჟურნალისტებთან საუბრობს.
"მაიკ პომპეოს მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი, როდესაც ის კონგრესმენი იყო, შემდეგ ჩემი შეხვედრები წაადგა და დააწინაურეს CIA-ს დირექტორად, მერე კი სახელმწიფო მდივანი გახდა. ახლა თუ კიდევ შემხვდება შეიძლება პრეზიდენტობასაც გამოკრას ხელი, მაგრამ არ ვიცი შევხვდები თუ არა", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისში ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.
მასალის გამოყენების პირობები






