სოციალურ ქსელში თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა - ცესკოს სპეციალური განცხადება
პოლიტიკა - 15:00, 17 Nov, 2020     644
სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ამის შესახებ ცესკო სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს , რომელსაც გთავაზობთ უცვლელად.

"სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ყალბი ფეისბუქგვერდი შეიქმნა, რომლითაც ყალბი ანგარიშის რეალური მფლობელები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებს თამარ ჟვანიას სახელით წერენ.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეცდომაში შესაყვანად ყალბი ანგარიში ცესკოს თავმჯდომარის სახელით, თამარ ჟვანიას ფოტოების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა. გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ცესკოს თავმჯდომარის სახელის არაკეთილსინდისიერი გამოყენების მორიგი შემთხვევაა და წარმოადგენს იმ დამაზიანებელი კამპანიის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება.

გვინდა მოვუწოდოთ სოციალური ქსელების მომხმარებლებს, არ შევიდნენ შეცდომაში და გაითვალისწინონ, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აქვს ფეისბუქის ოფიციალური, ვერიფიცირებული გვერდი, რომელსაც თან ერთვის შესაბამისი აღნიშვნა",- აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42