ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტსა და ოპოზიციის მშვიდობიან აქციას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, მაიკ პომპეო კარგად არის ინფორმირებული იმ ვითარების შესახებ, რაც საქართველოშია, ხოლო მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს მათი მკაფიო პოზიცია, რომ ისინი არ იღებენ ოლიგარქის წესებს.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული ვითარების შესახებ, მას საელჩოც აქვს აქ და ბევრი სხვა წყაროც. ჩვენ, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც შეერთებული შტატების იმ სტრუქტურებთან, ვინც ამ რეგიონთან არის დაკავშირებული ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ.
ეს ოპოზიციის შესაძლებლობაა, რომ მსოფლიო მედიისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, არმარტო სახელმწიფო მდივნისთის ამ პოზიციის კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირების, რომ ქართული საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს იმ თამაშის წესს, რომ ვინც მთავრობაშია, ესეთი სამარცხვინო ოლიგაქრია ან თუნდაც მასზე უკეთესი მთავრობა წყვეტდეს სადამდე იქნება მთავრობაში და არა ქართველთა უმრავლესობა.“ - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






