"41 ლარი ტყუილისთვის" - ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის
პოლიტიკა - 12:33, 17 Nov, 2020     1269
ადვოკატ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირსკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ადვოკატის განმარტებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, კობახიძისგან ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 41 ლარის დაკისრებას ითხოვს.

„მოგეხსენებათ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე და პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, მოვაჭრეებს დაატარებენ ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე გზის, სხვადასხვა მედიასაშუალებების, თუ პირადი „ფეისბუქის“ გვერდის გამოყენებით, გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს. სარჩელი კოლექტიურია და მას ათეულობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკონპესაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით.

ჩვენ ვიცით, თუ როგორი კონტროლის ქვეშ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ სასამართლო და მაქსიმალურად შეეცდებიან ამ პროცესის გაჭიმვას, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროცესის შემდეგ შედეგი არ დადგეს ირაკლი კობახიძის გამტყუნების თვალსაზრისით. შეუძლებელია, ამ სასამართლოს პირობებშიც კი, მას არ მოუწიოს ბოდიში მოხდა. ამავდროულად, მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომელიც იქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, რომ ეს აბსურდული გამოძიებები შეწყვიტოს“. იმ ვითარებაში, როდესაც, ფასილიტატორების თანდასწრებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როდესაც, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. ცრუ მითითება იმაზე, თითქოს და არჩევნების დღეს ვინმე გეგმავდა დესტაბილიზაციას და ესენი იყვნენ ქართველი ვეტერანები, პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს და ა.შ. ვეტერანები. ადამიანები, რომლებიც ცესკოს მიერ აკრედიტირებული იყვნენ ოფიციალურ დამკვირვებლებად, ეს არის პირდაპირი პროპაგანდისტული საქმე და ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას. ამ საქმის წარმოება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პატიოსანი ადამიანების წნეხს“. - განაცხადა ადვოკატმა.- განაცხადა ბასილაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42