"ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში " - გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიას განცხადებთ, სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. მისი თქმით, სამი სახის პრეტენზია აქვთ მათ მიმართ, რომელიც სიცრუეს ეყრდნობა ან მცდარი ანალიზის და სიცრუის ნაზავია.
"სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. სამი სახის პრეტენზია მესმის ჩვენს მიმართ. სამივე ეს ბრალდება ფაქტობრივ სიცრუეს ეყრდნობა და/ან მცდარი ანალიზის და სისულელის ნაზავია.
1. "რა უფლებით ხართ წინააღმდეგი რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში/რატომ არ უჭერთ ამას მხარს "
არანაირად არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღდეგი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს მიდის თუ არა ამ რისკზე, რადგან სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მას დიდი ალბათობით დააკავებენ. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ უსინდისო "ლეგენდებს" ადრეც ავრცელებდა. თითქოს 2016 წელს მე და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებმა შევუშალეთ ხელი საქართველოში დაბრუნებულიყო როცა თითქოს ის უკვე სარფთან იყო მოსული. ეს სიცრუესთან ერთად სრული სისულელეა. როგორ უნდა შეგვეშალა ხელი, თუ ის ამას მართლა გადაწყვეტდა.
რა წამსაც არ უნდა დააკავონ სააკაშვილი, ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვლით. ზუსტად ისევე როგორც სხვა პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს, მიუხედავად იმისა თუ რა აზრის ვართ მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. დაპირისპირებას ის ქმნის რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ თემით ჩვენ მოგვმართავს, გვამუნათებს. ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ ბრუნდება ან თვითონ აანონსებს დაბრუნებას, მერე ლანძღავს საკუთარ მომხრეებს რომლებიც მის დაბრუნებას ელიან. ამ ყველაფრით ივანიშვილის პროპაგანდა კარგად სარგებლობს. მთლიან ოპოზიციურ მოძრაობას დასცინის. სრულ აბსურდად გადაიქცა ვითარება - თავად ითხოვს რომ მისი დაბრუნება მოითხოვონ და ვინც მოითხოვს, სუსის აგენტობას აბრალებს.
2. "რა უფლებით "ღიზიანდებით" როცა მისი მომხრეები მისი პერსონის საერთო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას ცდილობენ- სააკაშვილმა 27% მიიღო, თქვენ -3%"
სიმართლე ისაა რომ ენმ-მ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა არსებითად მეტი ხმა მიიღეს ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ, მაგრამ შეფარდება 27|3-თან არაა. დანარჩენმა ოპოზიციამ, პატრიოტთა ალიანსისა და ოცნების სატელიტების გამოკლებით, 17%-ამდე აიღო. მიუხედავად იმისა რომ ეს მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ პროპორცია რეალურ არჩევნებზეც მეტნაკლებად ასეთი იქნებოდა. სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ ოპოზიციურად განწყოვილი მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის ის არ არის და არ იქნება ლიდერი. ყველა ჯერზე როდესაც სააკაშვილის გარემოცვა საპროტესტო ელექტორატის 1/3 -ზე მეტისთვის სააკაშვილის ლიდერად, ამა თუ იმ ფორმით თავს მოხვევას შეეცდება, ადეკვატურ ნეგატიურ საჯარო რეაქციას მიიღებს. ამიტომ თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა გვინდა, მისი ლიდერობის საკითხის დასმა, პრაგმატულად და პრინციპულად ამისთვის საზიანო ნაბიჯია.
3. "რადგან ერთიან პროტესტში მონაწილეობთ და ნაციონალებთან ერთად ერთ მიტინგზე დგახართ, მაშინ თქვენ ლიდერადაც აღიქმება და შეეგუეთ ამას."
ევროპულ საქართველოს და მე არ მოგვრიდებია და არ გვერიდება არცერთ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილთან დაპირისპირება. არც ადრე და არც ახლა. ამავე დროს, იმაში რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი როცხვები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და რომ ამასთან შეგუება ქვეყნისთვის დამღუპველია, რატომ და როგორ უნდა გავემიჯნოთ. ეს ჩვენი გულრფელი პოზიციაა.
მოკლედ რომ შევაჯამო, ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში."- გიგა ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა