ანაკლიის კონსორიციუმი მაქიკ პომპეოს ვიზიტს მიესალმება და მისი მხარდაჭერის იმედი აქვს
პოლიტიკა - 10:26, 17 Nov, 2020     760
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის არასწრომა გადაწყვეტილებებმა ანაკლიის პორტის არაერთი უცხოელი ინვესტორი დააზარალა. მაიკ პომპეოს ვიზიტი კი არის ერთგვარი იმედი, რომ სახელმწიფო მდივანი მხარს დაუჭერს პორტის პროექტს:

თბილისი, საქართველო, 2020 წლის 13 ნოემბერი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) დღეს ავრცელებს განცხადებას, 17-18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში:

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები მიესალმებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში და ელიან, რომ სახელმწიფო მდივანი და აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გამოხატავენ საქართველოს მთავრობის წინაშე ანაკლიის პორტის პროექტისადმი მათ განგრძობად მხარდაჭერას.”

“სულ რაღაც შარშან (2019 წლის 11 ივნისს) სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოხატა ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერი მხარდაჭერა, მაშინდელ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, როდესაც მან განუცხადა პრესას:

“მე გავუზიარე ჩვენი იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს. ეს და სხა პროექტები გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან და შეაკავებს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის მავნე ზეგავლენას საქართველოზე. ამ ვითომ მეგობრებს არ აქვთ გულში ჩადებული საქართველოს საუკეთესო ინტერესები.”

“სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დრო და მიზანი იწვევს საქართველოს მთავრობის მხრიდან, ანაკლიაში მსოფლიო დონის პორტის განვითარების ვითომ მხარდაჭერის გადახედვის საჭიროებას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გამოხატა ეს მხარდაჭერა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის პომპეოს და აშშ-ს ელჩის დეგნანის წინაშე, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის მხარდაჭერა იყო ცარიელი სიტყვები.

“საქართველოს მთავრობის ორპირმა და უკანონო ქმედებებმა, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიაყინა მნიშვნელოვანი ზიანი მის ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს და სამწუხაროდ, მიგვიყვანა საერთაშორისო საარბიტრაჟო განხილვებამდე საქართველოს წინააღმდეგ, რაც ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს სახელმწიფოსთვის და დააფრთხობს საქართველოში ინვესტიციით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, მაშინ, როცა ეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ანაკლიის პროექტის მიღმა, ამჟამინდელი მთავრობის ბოლო ერთი წლის მოქმედებები ცალსახად ბადებს კითხვებს მის მზაობასთან დაკავშირებით, გაატაროს მნიშვნელოვანი სასამართლო და სამთავრობო რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების ზრდის და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

“ჩვენ ვუსურვებთ სახელმწიფო მდივან პომპეოს წარმატებას საქართველოში მისი ვიზიტის და მთავრობასთან შეხვედრის განმავლობაში.”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით დღეს ეწვევა. უკვე დაგეგმილია სამი შეხვედრა, რომელსაც ის ამ ორი დღის მანძილზე გამართავს პრემიერ-მინისტრ გახარიასთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიართქან ილია მეორესთან.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია თბილისის სამ ლოკაციაზე მდუმარე აქციას გამართავს და არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებას, შედეგების გაყალბებასა და ხმების მიტაცებას გააპროტესტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42