"ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვევა...ცეცხლად ამოფრქვევა" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 00:38, 17 Nov, 2020     1058

ენმ- ძალა ერთობაშიას ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია მისი საარჩევნო შტაბის გადაწვაში ძმებ შუკაკიძეებს ვდანაშაულებს და "ფეისბუქზე" წერს, რომ ერთნაირად აგებენ პასუხს როგორც ხმების ქურდები, ისე ამ დანაშაულის ჩამდენი პირები

"არჩევანს მარტო არჩევნების დღეს არ აკეთებ ადამიანი.

არჩევანს აკეთებ შემდეგაც - ან იბრძვი შენს მიერ გაკეთებული არჩევანის დასაცავად, რომელიც მოგპარეს, ან ეგუები მის ასე უტიფრად და უსინდისოდ მოპარვას და ამ შეგუებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები.

დღეიდან, მე ვებრძვი როგორც ხმის ქურდებს, ისე, მათთან ბინძურ გარიგებაში მყოფ ე.წ. „ქურდებს“. სწორედ მათ და სხვამ არავინ გადაწვეს ჩემი შტაბი.

რა ფოკუსებიც არ უნდა ატაროს ყალბისმქმნელმა რეჟიმმა, ყველამ იცის და მათაც - კალაძე&კობიაშვილმა და მათმა „შნირებმაც“ – ე წ. კანონიერმა ქურდმა ნოდარ შუკაკიძემ, იგივე ნოდო გლდანსკიმ, რომელიც საბერძნეთში იხდის სასჯელს და მისმა აქ მყოფმა ოცნების პარტიულმა კორდინატორმა ძმამაც კარგად იციან რა მწარედაც წააგეს ბრძოლა გლდანში და ეს გადაწვა სხვა არაფერი იყო თუ არა მარცხისგან ისტერიკაში ჩავარდნილი ბოღმის ამოფრქვა - პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლად ამოფრქვევა.

ხმის ქურდებსაც და მათ „ქურდულ“ „შაიკასაც“ - აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება იმაზე რაც ჩაიდინეს.

ვერსად დაიმალებიან, თუ რა თქმა უნდა, მიწა პირს არ იზამს და თან არ ჩაიტანს.

ამ ქვეყანას არავის გავათელინებთ..." - წერს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42