აშშ-ის ჯარის მუდმივად განთავსება საქართველოში - ქართველი ექსპერტების ღია წერილი მაიკ პომპეოს
პოლიტიკა - 23:59, 16 Nov, 2020     1550

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ექსპერტთა ნაწილი საქართველოში ვიზიტის წინ აშშ - ს სახელმწიფო მდივანს საქართველოში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მუდმივად განთავსებას სთხოვს. ექსპერტები პომპეოს ღია წერილით მიმართავენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

​ჩვენ, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლები, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს თბილისში, ამ მწვავე დროს. ერთიანნი ვართ ჩვენს შეხედულებებში აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებაში, რომელსაც გიზიარებთ. საქართველოსთვის აშშ არის სასიცოცხლო მოკავშირე. ჩვენ აგრეთვე გვჯერა საქართველოს წვლილის ევროპასა და მსოფლიოში დასავლური ინტერესების გაძლიერების საქმეში. საქართველო, როგორც ქვაკუთხედი ამყარებს ჩვენი მოკავშირეების პოზიციებს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომლის შექმნისთვისაც ამდენი ძალისხმევა ჩადო აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციამ. აშშ-ის ლიდერობით მოქმედ ევროატლანტიკურ სისტემას ვხედავთ ევროპის ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთ გარანტორად.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციებიდან – აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენის სფერო“, მის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ არეალში. მოქმედებების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რითაც ზრდის მის სამხედრო პოზიციას რეგიონში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები იბრძვიან ფუნქციური დემოკრატიის შესაქმნელად. ამ საქმეში აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა საქართველოსი, რომ ის იქცეს „ელვარე ქალაქად მთაზე“, რომელმაც დაძლია სახელმწიფოებრივი მარცხი და წარმატებით დააღწია თავი კორუფციის საბჭოურ მემკვიდრეობას. ქართველი ხალხი თავისთავად მოვლენად არ აღიქვამს ამერიკის ჭეშმარიტ მეგობრობას. ქართველების 90 პროცენტი იწონებს აშშ-ისა და საქართველოს სამხედროების ღირსეულ სამსახურს აშშ-ის ლიდერობით ერაყსა და ავღანეთში წარმართულ მისიებში.

ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, გვჯერა, რომ საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:

აშშ-ის ჯარის მუდმივად განთავსება საქართველოში.

ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა მრავალგვარ შესაძლებლობას აშშ-ისა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირებისთვის. ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო ყოფნას საქართველოში ექნებოდა საყოველთაო მხარდაჭერა, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.

დღესდღეობით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის გაზრდითა და გაძლიერებით. ამ კონტექსტში, მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის მედიაციის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და უწყვეტი მცდელობებისთვის, რაც წლებია გრძელდება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, ადგილზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.“– ნათქვამია წერილში

წერილს ხელს აწერენ:

  • ზვიად აძინბაია
  • ეკა აკობია
  • ირაკლი ალასანია
  • ირინა არაბიძე
  • ფიქრია ასანიშვილი
  • გიორგი ასტამაძე
  • ნატო ბოჩიაშვილი
  • გიორგი ბადრიძე
  • ზურაბ ბატიაშვილი
  • ზაზა ბიბილეიშვილი
  • ლევან ბოძაშვილი
  • ეთო ბუზიაშვილი
  • მიხეილ დარჩიაშვილი
  • დავით დარჩიაშვილი
  • ჯაბა დევდარიანი
  • პაატა გაფრინდაშვილი
  • კახა გოგოლაშვილი
  • გიორგი გოგუაძე
  • თორნიკე გორდაძე
  • გიორგი გვალია
  • შოთა ღვინერია
  • გია ჯაფარიძე
  • თედო ჯორბენაძე
  • ნინო კალანდაძე
  • ნოდარ ხარშილაძე
  • თინა ხიდაშელი
  • ბექა კობახიძე
  • ბათუ ქუთელია
  • ხათუნა ლაგაზიძე
  • ეკა მეტრეველი
  • გრიგოლ მგალობლიშვილი
  • ხათუნა მშვიდობაძე
  • გიორგი მუჩაიძე
  • სოფო პეტრიაშვილი
  • ალექსი პეტრიაშვილი
  • თენგიხ ფხალაძე
  • მირიან ფოხაძე
  • ირაკლი ფორჩხიძე
  • დავით რაქვიაშვილი
  • გიორგი რუხაძე
  • თორნიკე შარაშენიძე
  • ვასილ სიხარულიძე
  • თორნიკე თურმანიძე
  • გელა ვასაძე
  • თემურ იაკობაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42