ბადრი ჯაფარიძე: "​IRI-ს ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო დარღვევების მთელი "თაიგული" - არჩევნებამდე და არჩევნების დღეს
პოლიტიკა - 19:23, 16 Nov, 2020     986
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე IRI-ს ევრაზიის დირექტორის, სტივენ ნიქსის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიქსი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები.
ჯაფარიძის თქმით, სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
​"IRI-ს დირექტორის, ბატონი სტივენ ნიქსის შეფასება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვიმეორებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ურიცხვ დარღვევას. პრაქტიკულად, არ დარჩა დარღვევის სახეობა, რომელიც არ განხორციელდა. ფაქტია, ბატონი სტივენ ნიქსი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია ამდენი ხანია ვაცხადებთ - ასე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ არჩევნებად, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ​IRI-ს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრია შეფასებებში, ვიდრე ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის შეფასება - ეს არის მართლაც მთელი თაიგული დარღვევების, რომელზეც აირაი საუბრობს. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა გაყალბებული არჩევნები და მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას,"-აღნიშნა ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42