სიძულვილის ენა, ანტიდასავლური გზავნილები, ყალბი ინფორმაცია და გარეჯის თემა, როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული ყველაზე გავლენიანი კამპანია - MDF-ის კვლევა
პოლიტიკა - 16:41, 16 Nov, 2020     1060

სიძულვილის ენა, ანტიდასავლური გზავნილები და ყალბი ინფორმაცია - მედიის განვითარების ფონდმა (MDF) წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შედეგი გამოაქვეყნა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს. გზავნილებში ყველაზე დიდი წილი თავსმოხვეულ ლიბერალურ კანონმდებლობას შეეხებოდა: ანტიდისკრიმინაციული, ოჯახური ძალადობისა და ბავშვთა საკითხების შესახებ კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად, პროპუტინური "ქართული მარში" პირადობის მოწმობაში ეთნიკურობის გრაფის აღდგენისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდიოდა.

საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება. პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში, ანტილიბერალური პარტიები მათ კონკურენტ ძალებს ხშირად "გეირევოლუციონერებად", "ლგბტ კოალიციად", "ლიბერასტ ურჯულოებად" მოიხსენიებდნენ და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გეი-რევოლუციონერებსა და ეროვნულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინა.

რაც შეეხება დეზინფორმაციას, საანგარიშო პერიოდში "მითების დეტექტორმა" პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა.

"პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა. "ქართული მარში" იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა. ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი განცხადება კრემლისტურმა პარტიამ "პატრიოტთა ალიანსმა" გააკეთა; რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტური "ქართული მარში", - ნათქვამია კვლევაში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სუბიექტების უმეტესობა ფიგურირებს სხვადასხვა დოკუმენტებში, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა: კერძოდ, ცენტრ "დოსიეს" ჟურნალისტური გამოძიება შეეხება კრემლთან დაკავშირებულ "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიში - "ქართულ მარშსა" და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ცენტრს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია დავით-გარეჯას თემაზეც.

"ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა, რომელიც 7 საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება, ამ საფრთხეების განეიტრალებს ახდენს. კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა", - წერია ანგარიშში.

სოციალურ მედიაში გამოვლენილი 31 ყალბი შინაარსიდან, ყველაზე მეტი (16) ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული, 8 შემთხვევა - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, 4 მანიპულაციური მასალა კი მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. 2 დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გავრცელდა, 1 კი - ტრამპის ქართველი მხარდამჭერი გვერდის მიერ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

"გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული (9), ასევე ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ (22)", - ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გარკვეულ შემთხვევებში, კრემლის პროპაგანდის მსგავსად, შიდაპოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო ანგარიშები რელიგიური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირებას მიმართავდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42