გირჩი ე.წ. "სირცხვილის დერეფნის" მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს - ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკა - 16:56, 16 Nov, 2020     1220
"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის ე.წ. "სირცხვილის დერეფნის" მოწყობაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისთვის მისაღებია.

ჯაფარიძემ ასევე შეაფასა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც მიშას მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ:

„გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სხვა პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, უნდა და გააკეთებს.

რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, ოპოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილთან და ამ ნაწილში უარყოფითად მოქმედებს. მე ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს. მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი პირადი დღის წესრიგი აქვს და მის გატარებას ცდილობს", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემ გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისულ ამომრჩევლებს სირცხვილის კორიდორი უნდა მოუწყონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42